“თუ ვინმეს ჰგონია, ირაკლი კობახიძე იმიტომ გადადგა, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ, ძალიან ცდება, ეს პოზიცია არის არასწორი”, _ ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ იმიტომ გადადგას, რომ მან კონკრეტული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.
შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი, ალბათ, უხერხული იქნება.
„ იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ მთელი საქართველო პირდაპირი ეთერში უყურებდა განვითარებულ მოვლენებს, როგორ იქცეოდა იქ პოლიცია და იცავდა თავს საათების განმავლობაში. შემდეგ როგორ გახდა იძულებული, გამოეყენებინა გარკვეული პროპორციული ძალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თუ კონკრეტულ რაიმე გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, ამაზე რეაგირება არ იყოს და არ დაიწყოს გამოძიება. საერთო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა პროპორციული ძალა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.