ავსტრალიაში გაზეთმა Northern Territory News-მა გაზეთს 8 ცარიელი გვერდი ჩაამატა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაზეთის რედაქციამ ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტის გამო მიიღო.
გავრცელებულიი ინფორმაციით, მაღაზიებში ერთ მომხმარებელს მხოლოდ 4 რულონის ყიდვა შეუძლია, სოცქსელების მომხმარებლებმა კი კამპანია #ToiletPaperApocalypse წამოიწყეს.
„გვიცნობენ როგორც გამოცემას, რომელმაც თავისი მკითხველების გასაჭირი იცის. ადგილობრივ მოსახლეობას ახლა ძალიან სჭირდება ტუალეტის ქაღალდი, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივცეთ მათ ის, რაც ახლა სჭირდებათ“, – აცხადებს გაზეთის მთავარი რედაქტორი.