ნიუ – იორკელი ტურისტი დააპატიმრეს ჰავაიში, მას შემდეგ რაც Instagram- ზე პლაჟზე გადაღებული სურათები განათავსა.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კარანტინში უნდა ყოფილიყო.
ჰავაის გამგეობის განცხადებით, 23 წლის მამაკაცმა სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო წესის დაარღვია.
მამაკაცმა ჩასვლისთანავე ატვირთა სანაპიროზე გადაღებული ფოტოები და გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც იმგზავრა.
ვირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობისთვის, სახელმწიფო მოითხოვს კუნძულებზე მოგზაურები 14 დღის განმავლობაში თვითკარანტინში იყვნენ და არ დატოვონ თავიანთი სასტუმრო ოთახი ან საცხოვრებელი ადგილი.
როგორც CNN იუწყება, სახელმწიფოს საკარანტინო ბრძანებების უგულებელყოფის გამო მრავალი ვიზიტორია დაკავებული, მათ შორის ახალდაქორწინებული წყვილი.