თურქეთი სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოიძიოს. აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მან ასევე მოუწოდა საუდის არაბეთს თავისი მიგნებები საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას გაუზიაროს.
ცნობისთვის, ჯამალ ხაშოგი, დაახლოებით, სამი თვის წინ, სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.