თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა.
როგორც The Guardian-ის ინფორმაციით, თურქეთის ჯარმა სირიის ქალაქ თელ-აბიადის ახლოს საზღვარი უკვე გადაკვეთა.
თურქეთის მიზანი ტერიტორიის ტერორისტული ორგანიზაციებიდან გათავისუფლებაა, თუმცა, მას ამერიკის შეერთებული შტატები არ ეთანხმება, მაგრამ არც სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს თურქეთს.
უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ტრამპმა სირიიდან ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, რის გამოც გააკრიტიკეს, თუმცა, პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება ტვიტერზე დაიცვა და თქვა, რომ შუა აღმოსავლეთში ყოფნა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნებოდა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკის მიერ ჯარის გაყვანით ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე იქმნება სირიაში, რადგან მოსალოდნელი ომის გამო ხალხი გაიქცევა, ისლამური სახელმწიფო კი შეძლებს ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებას, რადგან SDF თურქეთიდან თავის დასაცავად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ციხეებიდან, ბანაკებიდან გამოიყვანს.