თურქეთი და ნატო შეთანხმდნენ, რომ სირიაში უსაფრთხო ზონას შექმნიდნენ, სადაც 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი დასახლდებოდა, თუმცა, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, მცდელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სირიაში შექმნას უსაფრთხო ზონა სასურველ შედეგს არ იღებს და მზად არის განახორციელოს სამხედრო ოპერაცია.
REUTERS-ის ინფორმაციით, თურქეთმა არაერთხელ გააკეთა სამხედრო ჩარევის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება თუ ძალისხმევა არ გაამართლებდა ან შეფერხდებოდა.
„ვფიქრობთ ეს პროცესი არ მოიტანს სასურველ შედეგს. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ გავასუფთაოთ ტერიტორია ტერორისტული ორგანიზაციებისგან და იქ დავაბრუნოთ ლტოლვილები“,_ განაცხადა ჩავუშოღლუმ.