თურქეთის სანაპირო დაცვამ 36 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინა. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
როგორც Anadolu იუწყება, თავდაპირველად სხვადასხვა ეროვნების თავშესაფრის მაძიებლები კანაკალედან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გაემგზავრნენ, თუმცა, ისინი საბერძნეთის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთის მიერ კონტროლირებად წყალში დააბრუნეს.
ისინი რეზინის კატარღაზე იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვამ მათი ადგილმდებარეობა დრონის მეშვეობით განსაზღვრა.
ნაპირზე გაყვანისთანავე თავშესაფრის მაძიებლებს საკვები და ტანსაცმელი მიაწოდეს.
თურქეთი თავშესაფართა მაძიებლების მთავარი სატრანზიტო პუნქტია, რომელთა მიზანი ევროპაში ჩასვლაა ახალი ცხოვრების დასაწყებად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ომს გამოექცა.
ამ წლის დასაწყისში თურქეთმა გახსნა საზღვრები არარეგულარული მიგრანტებისთვის, რომელთაც სურთ ევროპაში გადასვლა და დაადანაშაულა ევროკავშირი 2016 წლის მიგრანტთა გარიგების პირობების და დაპირებების შეუსრულებლობაში.
ამჟამად თურქეთი მასპინძლობს 3,7 მილიონზე მეტ სირიელს, რითაც იგი მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობით წამყვანი ქვეყანაა.