აშშ-ში მცხოვრებ თურქ ოპოზიციონერ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 103 ჯარისკაცის დაპატიმრების ბრძანება გაიცა. აღნიშნულ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.
ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილებს გიულენთან კავშირი ტელეფონით ჰქონდათ.