აღმოსავლეთ თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 650-ზე მეტი კი დაშავებულია. დანგრეული და დაზიანებულია შენობები.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა ელიაზიგში, 4 მალათიას პროვინციაში, 1 დიარბაქირში და 1-იც სხვა პროვინციაში.
აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისნძვრის ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, საქართველოში და სომხეთშიც.