სტამბულში დასრულდა “ვები ემრეს და ამიდ ყაფლანის” სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრებიდან საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი წამოიღეს. აქედან, ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი ოზურგეთელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.) ფინლაში აზერბაინელი კამრან მამადოვი 7-1 დაამარცხა და პირველობა არავის დაუთმო. ამჯერად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ზურაბ მაჭარაშვილი (55 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 117 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე მასპინძელი თურქეთი გავიდა 205 ქულით, ხოლო მეორეზე _ ირანი 149 ქულით.
“ვები ემრეს და ამიდ ყაფლანის” რიგით 37-ე საერათაშორისო ტურნირზე რომელიც UWW-ს ეგიდით გაიმართა და მასში 11 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.