თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 126 ადამიანი დააკავეს, 22-ს კი ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ბალიკესირის ოპერაცია 57 პროვინციაში გახორციელდა.
ოპერაციის დროს ამოღებულია მრავალი ორგანიზაციული დოკუმენტი, იარაღი, ნაღდი ფული და ბლოკნოტი, მათ შორის ფულადი გზავნილები.