თურქეთის პოლიციამ ქალთა მარშის მონაწილეებს ქუჩაში გადაადგილების საშუალება არ მისცა და მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სტამბოლში ტაკსიმის მოედანზე რამდენიმე ასეული ქალი შეიკრიბა მათ დროშები და ბანერები ჰქონდათ და მსვლელობას რაიონის მთავარ გამზირე, ისტიკლალის ქუჩაზე აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
როგორც Reuters იუწყება ხელისუფლებამ მთავარ მოედნისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. დაიკეტა ასევე ახლოსმდებარე მეტროსადგურები.
ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ ქალაქის გარშემო, მაგრამ არა ისტიკლალის ქუჩაზე.