ძლიერი თოვლისა და უამინდობის გამო, თურქეთში სამი ავტობუსი ავარიაში მოყვა. თურქული მედიის ცნობით, ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
ყველაზე მძიმე შემთხვევა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში მოხდა, სადაც სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
გამოცემის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.