თურქმა სამართალდამცავებმა გერმანული გამოცემის, DIE WELT-ის ადგილობრივი ჟურნალისტი ტერორისტული პროპაგანდის წარმოებისა და მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დენიზ იუჯელი დაახლოებით 2 კვირაა უკვე რაც პატიმრობაში იმყოფება.
როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამ ნაბიჯს „წარუმატებელი“ უწოდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიან და კანონიერ ბრძოლას და იმედი მაქვს დენიზ იუჯელი მალე დაიბრუნებს თავისუფლებას“,_განაცხადა მერკელმა.
DIE WELT-ის ცნობით, იუჯელი პირველი გერმანელი ჟურნალისტია, რომელიც 2002 წლის შემდეგ, რაც ერდოღანის ხელისუფლება მთავრობაში მოვიდა დააპატიმრეს.
მისივე ცნობით, თურქეთში წინასწარი პატიმრობა შეიძლება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს წერილებთან კავშირის ბრალდებით, რომლებიც ჰაკერებმა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის კერძო ანგარიშიდან მოიპარეს.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტებუისა და მწერლების დაკავებები მოჰყვა ასევე ივლისში ხელისუფლების გადატრიალების წარუმატებელ მცდელობასაც.
გარდა ამისა, 100 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლება მოსილება დროებით შეუჩერეს.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, მათ მიიღეს ზომები, რომლებიც უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ერდოღანმა აზრის შესაზღუდად რეპრესიები გამოიყენა .