ოზურგეთიდან 6 მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მაია ქუტიძის თქმით, მამაკაცები თურქმენითიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ჩამოვიდნენ _ ჯერ თბილისში იყვნენ და შემდეგ _ ოზურგეთში.
ქუტიძის თქმით, ოზურგეთში მათი დაბინავება ადგილობრივებმა გააპროტესტეს და პატრული გამოიძახეს.
ინფორმაციისთვის, თურქმენეთი სარისკო ქვეყნების სიაში არ არის.