ამ წუთებში ზაზა სარალიძე პროკურატურაში იმყოფება.
ის იქ პროკურორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად და კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა.
„ეს შეხვედრა 7 ივლისს დაიგეგმა. კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად 10 დღიანი ვადა ითხოვეს. დღეს გავიდა 10 დღე და მოვედი და შევხვდები ისევ იმ პირებს, პროკურორებს, იმედი მაქვს მთავარ პროკურორსაც შევხვდები. რას ვაპირებ, რომ გამოვალ შეხვედრიდან მერე გადავწყვეტ, რა კითხვებიც დავსვი იმ კიტხვებზე უნდა მივიღო პასუხები. ერთი რამე მინდა ავღნიშნო. პირველ დეკემბერს როცა ეს ინციდენტი მოხდა, იქ მონაწილე ბავშვებიდან არცერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და მოსმენაზე დასმული. როგორც გავარკვიე, თურმე, მე და ჩემი მეუღლე მოსმენაზე დაგვსვეს ოფიციალურად და ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, რომელ პროკურორს მოუვიდა თავში იდეა, რა ბრალდება წაგვიყენეს“,_განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.