5 ივლისს აქციაზე დაშავებული ოპერატორი დღეს გარდაიცვალა, ამ ფაქტის შემდეგ,დღეს 18:00 საათზე აქციები ჩაინიშნა პარლამენტის წინ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
ავტორი: ნინო სილაგაძე