თაფლისფერთვალებიანები – ისინი ცეცხლის სტიქიის გზავნილები არიან.
როგორც წესი, ისინი იმპულსურები და ვნებიანები არიან. შესაბამისად – კონფლიქტურებიც, არ უყვართ სხვების სიმართლის აღიარება და თავის სიტყვაზე დგანან ჯიუტად. საქმეში მათ ბადალი არ ჰყავთ, ბოლომდე იხარჯებიან. კარგი გემოვნება აქვთ და უყვართ ყველაფერი ლამაზი.
მწვანეთვალებიანებს წყლის სტიქია მართავს.
ამიტომაც მათ ხასიათში მიზანსწრაფულობა და შეუდრეკელობა გამორჩეული თვისებაა. ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს, მაგრამ, როგორც წესი, მარტივად არა, არამედ დიდი შრომის შედეგად. ისინი იდუმალები არიან და არასტაბილურები, უკონფლიქტოები, რადგან ბუნებით დამთმობები და მშვიდები არიან.
ცისფერთვალება – ეს ჰაერია.
ისინი ხშირად რომანტიკულები, სენტიმენტალურები და მეოცნებენი არიან. თუმცა მათთან კარგი და სასიამოვნოა ურთიერთობა, როცა კარგ ხასიათზე არიან; ხოლო როცა ბრაზობენ, უმჯობესია, მათგან თავი შორს დაიჭიროთ.
ნაცრისფერი თვალის მქონენი მიწის სტიქიას ემორჩილებიან.
ნაცრისფერთვალებიანები მყარად დგანან მიწაზე. ისინი უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს. შრომისმოყვარენი, კეთილსინდისიერნი და საიმედონი არიან. კეთილგანწყობილები არიან თითქმის ყველანაირ ადამიანთან, უყვართ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა.