გუნდურ- ინტელექტუალურ თამაშში ,,ტვინების ბრძოლა” , რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება ყველა სკოლაში, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეხუთე-1 კლასის მოსწავლეთა გუნდი „მებრძოლები“ ფინალურ ჩემპიონატში, პირველ ასაკობრივ კატეგორიაში, რესპუბლიკის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა.
გუნდის წევრები არიან: მარიამ ჭყონია, ანა ბაქანიძე, თამარ ჩიტაიშვილი, გურამ ჩხაიძე, გიგი ჯინჭარაძე, ხოლო გუნდის კაპიტანი არის თენგიზ თოიძე. კლასის დამრიგებელი მარიამ არეშიძე.