“ტვინების ბრძოლა”- ასე ჰქვია ინტელექტუალურ თამაშს, რომელიც 26 ნოემბერს ჩოხატაურში ჩატარდა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, თამაში ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში – III – V, VI – VIII და IX – XIII კლასებისთვის. დაწყებით საფეხურზე მონაწილეობდა 12 გუნდი, რომელთა შორის I ადგილი – სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. იანეულის საჯარო სკოლა – ,,სმარტები”(83 ქ), II ადგილი – სსიპ – ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა – Black King” (79 ქ) და ა(ა) იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა – ,,ცოდნის მაძიებლები” (79 ქ), III ადგილი – ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა – ,,მომავლის ხმა” (73 ქ) დაიკავა.
რაც შეეხება კლასებს შორის გამართულ შეჯიბრს, აქ შედეგები ასეთია:
IX – XII კლასები
I ადგილი – სსიპ ნიკო მარის სახ. ჩოხატაურის N 1 საჯარო სკოლა – ,,Falcon” (36 ქ)
II ადგილი – სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. შუა ამაღლების საჯარო სკოლა – ,,აირისი” (28 ქ),
III ადგილი – სსიპ ნიკო მარის სახ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საჯარო სკოლა – ,,Hellados” (22 ქ).
როგორც ცნობილია, ნახევარფინალური ტური 3 დეკემბერს ოზურგეთში გაიმართება.