ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მცხოვრებმა შუა ხნის მამაკაცმა, გ.მ-მ თავი წუხელ ჩამოიხრჩო.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა და დაფარვას ვერ ახერხებდა. ისინი თვითმკვლელობას სწორედ ბანკის ვალს უკავშირებენ.