თვითმკვლელობა მოხდა ოზურგეთში. “”გურია ნიუსის” ინფორმაციით, სოფელ ბაილეთში მცხოვრებმა 24 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დღეს, ადრე დილით დაასრულა.
ფაქტს “გურია ნიუსთან” ადგილობრივები ადასტურებენ.
რა გხდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
“გურია ნიუსი” თვითმკვლელობის შესახებ დეტალებს არკვევს.
შსს-ს ცნობით გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.