ბოინგი 737, რომელსაც 47 ადამიანი გადაჰყავდა მიკრონეზიის კუნძულებთან ზღვაში ჩავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაშვების დროს პილოტი ასაფრენ ბილიკს ასცდა.
ავიაკომპანიის განცხადებით, შემთხვევის დროს ამინდი ძალიან ცუდი იყო, წვიმდა და ხილვადობა შეზღუდული იყო.
მაუწყებლის ცნობით, თვიმთფრინავში მყოფი ადამიანები საავადმყოფოში შესამოწებლად გადაიყვანეს. მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.