მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითნაკეთი რკინიგზა – “ნორტლანდი” ბრუს უილიამმა 16 წელიწადში ააგო.
ნორტლანდის საერთო ფართობია 4 830 კვმ, რელსების საერთო სიგრძე – 13 კმ, ვაგონების რაოდენობა – 100.
ნორტლანდში, დაახლოებით, 3 000 მინიატიურული შენობა დგას, “ლანდშაფტი” კი დიდი ხევებითა და კანიონებითაა დასერილი, სადაც 50 გვირაბი და 400 ხიდია.
“ყველაფერი მოქმედია – მსოფლიოში მსგავსი არაფერი არსებობს. რამდენიმე მილიონი დოლარი დამიჯდა და დღეში 18-19 საათს შეუსვენებლად ვმუშაობდი”, _ ამაყად ამბობს ბრუსი.