რამდენიმე დღის წინ ბახმაროს, კონკრეტულად, ასკანის ქუჩის ერთ-ერთმა დამსვენებელმა “გურია ნიუსს” წერილი მოსწერა. ქალბატონი, რომელიც წერილში მთელი ქუჩის სახელით საუბრობს, ხსენებული ქუჩის ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ გვწერს.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ, “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია და უახლოეს დროში დაგეგმილია უახლოეს დროში დაგეგმილია, როგორც საგზაო მონაკვეთის მოწესრიგება, ისე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
„გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ საკითხზე უკვე ინფორმირებულია. შესაბამისი სამსახურები ჩართული არიან და უახლოეს დროში დაგეგმილია, როგორც საგზაო მონაკვეთის მოწესრიგება, ისე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოდ აღდგენა. მუნიციპალიტეტისთვის მოსახლეობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მსგავს საკითხებზე სწრაფი რეაგირება ჩვენი პრიორიტეტია“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ამავე თემაზე: “მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკვე სერიოზულ საფრთხეს ქმნის..” _ რას გვწერს ბახმაროს დამსვენებელი































































