ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ცოტნე გამსახურდია უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური და ითანაშრომლებს გამოძიებასთან.
„იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური, შეძლებს გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ამასთან, მეორეს მხრივ, შეძლებს დაუბრუნდეს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის დეკემბერში, თბილისში დაჭრეს. სამკურნალოდ საქართველოდან თურეთში გადაიყვანეს, ამჟამად კი გერმანიაში იმყოფება.