გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში და დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში ნარჩუნდება მცირე წვიმა და ნისლი.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.
7-9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.