გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის ბოლომდე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
ხვალ, 21 მარტს, შედარებით გამოიდარებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.
22-26 მარტს მცირე ნალექია მოსალოდნელი მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.22-24 მარტს, ღამის საათებში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, რამაც შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის კვირტების და ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved