საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – 149 ბოთლი კონიაკი “HENNESSY XO” – სა და 6 ბოთლი ვისკის “JACK DANIELS” – ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება 46 460 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით.