საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, _ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი ქალაქ თბილისში, უაქციზო ალკოჰოლური სასმელების _ კონიაკი Hennessey X.O-სა და არაყი Beluga-ს რეალიზაციას ახორციელებდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის საერთო ღირებულება 8 736 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.