სამხრეთ აფრიკაში წყალდიდობის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში რამდენიმე დღეა ძლიერად წვიმს და სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და წყალდიდობა მოსალოდნელია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვრცელდება სურათები, სადაც ჩანს, რომ რეგიონში გზები დაზიანებულია და მეწყერის შედეგად შენობები დანგრეული.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილები ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ზარალის დადგენა მიმდინარეობს.