საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
“შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.