უამინდობა და ნალექი საქართველოს მასშტაბით დღესაც გაგრძელდება. სინოპტიკოსები თბილისში ძლიერ ქარს ელოდებიან.
„უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან ძლიერად. აგრეთვე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, უკვე დღის მეორე ნახევრიდან ქარი კიდევ გაძლიერდება.
ზღვაზე მოსალოდნელია ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმი”, _ ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.