უამინდობამ პრობლემები შექმნა საქართველოში.
ამ დროისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.
კადრებს ადგილიდან გზების დეპარტამენტი ავრცელებს.