საქართველოში უამინდობა გრძელდება. გორის შემდეგ სეტყვამ კახეთს მიაყენა ზარალი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილი გააფუჭა.
სოფლებში, ნინიგორში, განათლებასა და ცოდნისკარში, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, სავარგულების 60 პროცენტი გაანადგურა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის დამდგენი კომისია შეიქმნა, რომელიც შექმნილ ვითარებას შეისწავლის და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას დაადგენს.