უამინდობის გამო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში ავიარეისები შეფერხდა, ნაწილი დაგვიანდა, ნაწილი – გაუქმდა.
reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას სახიფათო პირობების გამო გზებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ, ხოლო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ღამის განმავლობაში ნიუ-იორკში ორიდან ოთხ ინჩამდე თოვლი მოვიდა, ორავეკის თქმით, ცენტრალურ პარკში 4.3 ინჩი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.































































