უამინდობისა და თოვლის გამო გურიაში იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა.
როგორც “გურია ნიუსს” სოფელ სუფსიდან შეატყობინეს, ავტომანქანა გზის საფარის გაუწმენდაობის გამო ხრამში გადაიჩეხა. წყაროს თქმით, საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევებია სხვა ლოკაციებზეც.