ერთი თვის განმავლობაში აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 27 870 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 160 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქარტველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასხჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”,_ აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.