საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა ნათლად აჩვენა თავის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ გააგრძელებს უკრაინაში სამხედრო ქმედებებს მთელი ქვეყნის სრულად აღებამდე.
ამ დროისთვის, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას. მათ აიღეს ხერსონის სამხრეთ პორტი და ალყა შემოარტყეს მარიუპოლს.
უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს რომ დანგრეულ ყველა სახლს აღადგენენ და რუსეთს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს.