კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე “კინო აკადემიის” წევრობაზე უარს აცხადებს. ამის მიზეზი კინოაკადემიის გადაწყვეტილებაა, სალომე ჯაშის ფილმის, “მოთვინიერების” სეანსების გაუქმებასთან დაკავშირებით.
“ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა – კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ – ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე”,_ წერს ფეისბუქგვერდზე ჯანელიძე.