ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი უარყოფს, რომ ისრაელი ღაზას უმსხვილეს საავადმყოფოს ურტყამს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
”საერთოდ უარვყოფთ ამას. შიფაში ელექტროენერგიაა, ყველაფერი მუშაობს”, – თქვა პრეზიდენტმა ჰერცოგმა.
ისრაელის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში სადაც ათასობით პალესტინელი აფარებს თავს, ელექტროენერგიის მარაგი ამოწურულია.
ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ღებრეიესუსმა თქვა, რომ კონტაქტი აღდგა, მაგრამ გააფრთხილა შიგნით “მძიმე” პირობებია.
მან გაიმეორა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება და თქვა, რომ საავადმყოფო სამი დღეა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა.