ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“უბანი სარდაფში. გადატენილი ხალხით. აქტივობა მხეცი“.
დოლიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე სივიწროვეა, რის გამოც მათ წარმომადგენელს კომისიის თავმჯდომარემ უბნის დატოვება მოსთხოვა. დოლიძისვე თქმით, ადამიანებს არ ეძლევათ ნორმალური საშუალება საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, რის გამოც, ზოგი მათგანი ხმის მიცემის გარეშე ტოვებს უბანს.
მისი თქმით, საარჩევნო უბნები სარდაფში და პატარა ოთახებშია განთავსებული. მისი თქმით, ეს მიზანმიმართულადაა გაკეთებული, რომ რიგში ლოდინის გამო ხალხმა გადაიფიქროს საკუთარი ნების დაფიქსირება.