გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მამაკაცს, ჰიდრავლიკურ ამწეზე დამაგრებული ავტომობილი დაეცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ავტოხელოსანია.
მათი თქმით, ამწე დაზიანებული იყო, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ჩამოვარდნილმა ავტომობილმა მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.
ავტოხელოსანი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.