4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას საფრანგეთში – ერთმანეთს სასკოლო ავტობუსი და მატარებელი შეეჯახა. დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი, აქედან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. შესაბამისად, არ გამოირიცხება მსხვერპლის ოდენობა გაიზარდოს.
შემთხვევა ქალაქ პერპინიაში მოხდა, როდესაც ავტობუსი სარკინიგზო გადასასვლელს კვეთდა. სასკოლო ტრანსპორტში ავარიის დროს 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ.
სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სამსახურის 70-მდე მუშაკი იყო ჩართული. მობილოიზებული იყო ავიაცია.
შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საფრანგეთის პრემიერ ინისტრი. მისი განცხადებით, გამოძიებისთვის უცნობია ავარიის მიზეზი.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმაც.
წყარო