ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთში (ქაქუთი) უბედური შემთხვევა მოხდა, რაც თოფის გასროლას უკავშირდება.
გარდაცვლილია ქალი.
ადგილზე მისულები არიან სამართალდამცავები, მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები.
„გურია ნიუსი“ ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს დეტალებს.


































































