უბედურ შემთხვევას 3 წლის ადელინას სიცოცხლე ემსხვერპლა. დედის ინფორმაციით, ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება ოჯახი ქუთაისიდანაა და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.
ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
“ილოცეთ ჩემი შვილის სულისთვის” _ ნათქვამია ვიდეოში.
“გურია ნიუსი” თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს და ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.