ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და ოთახში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმულ ადამიანს თავში დაეცა.
შენობაში, რომელიც მიტოვებულია, გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე მაშველები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
ავტორი