ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას infoimereti ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ თანმხლებ პირთან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა, მანქანა კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.