ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბავშვი, გარდაიცვალა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბიძამ ძმისშვილები სასეირნოდ წაიყვანა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ტრაქტორს საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა.
5 წლის ბავშვი კი ტრაქტორიდან გადმოვარდა და ძალიან მძიმედ დაშავდა, ხოლო ტრაქტორში მყოფ სხვა პირებს, რომელთა შორის კიდევ ორი ბავშვი იყო, დაზიანებები არ მიუღიათ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.