![](/wp-content/uploads/2014/07/police.jpg_1263.jpg)
68 წლის მამაკაცს ლიანდაგზე გადასვლის დროს სატვირთო მატარებელი დაეჯახა.
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.